• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    19
    აპრილი
    საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

    ✅19 აპრილს, გიორგი ინაშვილის თავმჯდომარეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მომხსენებლებად მიწვეულ იქნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი დავით შაბურიშვილი.

    ⏩მერიის წარმომადგენლების მოხსენების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა.

    ▶️საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გვანცა ესტატიშვილმა ისაუბრა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ, რაც 2017 წლის 4 აგვისტოს N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

    ➡️ ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ელგუჯა უნდილაშვილის ინიციატივით, საკრებულომ იმსჯელა დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე , რომელიც საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პაკეტს მოამზადებს საკრებულოს რეგლამენტთან დაკავშირებით.

    სხდომას საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, აგრეთვე ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კახაბერ ჩიტაური.